"ლეიბორისტული პარტიის" საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ლაშა ჩხარტიშვილი, თბილისის მერს, კახი კალაძეს, თბილსერვისის ხელმძღვანელს, რომეო მიქაუტაძესა და ვიცე მერ ირაკლი ხმალაძეს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებზე ზეწოლაში ადანაშაულებს და მოითხოვს დაიწყოს გამოძიება ზეწოლისა და კორუფციის მუხლებით.
ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების პრობლემას მოაგვარებს.
"თბილსერვისის" თანამშრომლებმა მათ მიმართ დამამცირებელ მოპყრობაზე ნიკა გვარამიას გადაცემა "მთავარ აქცენტებში" ისაუბრეს.