უმაღლესი ალბათობით, გიგი იქნება საერთო ოპოზიციური კანდიდატი - მელია უგულავაზე

გამოქვეყნდა:

„უმაღლესი ალბათობით, გიგი იქნება საერთო ოპოზიციური კანდიდატი" - აცხადებს ენმ-ს თავმჯდომარე და თბილისის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი ნიკა მელია გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ უგულავა ფოთის მერობის კანდიდატი იქნება:

ჩემი აზრით, გიგი არის გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელმაც ბევრი რამ ნახა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვფიქრობ, მისი ენერგიისა და გამოცდილების მქონე ადამიანი, ვერ იქნება გულხელდაკრეფილი იმ პროცესში, სადაც წყდება სახელმწიფოს ბედი. ეჭვი, რომ მეპარებოდეს არ მივიღებდი მონაწილეობას არჩევნებში“,- ამბობს მელია.

ინფორმაცია უგულავას კანდიდატობაზე  "მთავარის" ვებგვერდს დღეს დაუდასუტურა ენმ-ს ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი