უკანონო ბორდერიზაცია 10-მდე სოფელში გრძელდება - ტერიტორიაზე, სადაც ოკუპანტები მიწების მიტაცემას განაგრძობენ, ძალოვანი უწყებების თანამშრომლები ჟურნალისტებს არ უშვებენ.
სოფელ მერეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების უფლებას არ აძლევენ სამოქალაქო აქტივისტებსაც. სამართალდამცავები ამ პროცესს შორიდან აკვირდებიან.
ირკვევა, რომ ოკუპანტები გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში პერიოდულად ჩნდებიან და ე.წ. საზღვრებს ნიშნავენ.
ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა სოფელ მერეთში მოხდა, სადაც ოკუპანტები თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და ტერიტორია ეკალ-ბარდებისგან გაწმინდეს.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს, ხელისუფლება, ფაქტობრივად, ტყუილში ამხილა, რომელიც გამყოფ ხაზთან შექმნილ მძიმე ვითარებას ორი თვის განმავლობაში მალავდა.
დავით ზალკანიანის უწყების განცხადებაში, რომელშიც რუსეთის ქმედებები პროვოკაციად არის შეფასებული, წერია რომ კორონა პანდემიის დროს ბორდერიზაციას ოკუპანტები გორის და ქარელის ათამდე სოფელში ახორციელებდნენ.