კორონაკრიზისმა ლაგოდეხი დააზარალა - მოსახლეობა შემოსავლის გარეშე დარჩა

გამოქვეყნდა:

ლაგოდეხის რაიონი კორონაკრიზისმა დააზარალა - ადგილობრივები, რომლებიც თავს ადრე გაზაფხულზე მოყვანილი მოსავლის გაყიდვით ირჩენდნენ, ახლა შიმშილის ზღვარზე არიან. 

გამოსავალს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია საკუთარი ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებაში ხედავს, რომელიც ყველა ზრდასრული მოქალაქისთვის 1000 ლარს, ხოლო 18 წლამდე პირებისთვის 500-ლარიან დახმარებას გულისხმობს. მათივე ინიციატივით, საბანკო ვალდებულების სექტემბრამდე გადავადება კი ყველა მოქალაქეს უნდა შეეხოს.

საგანგებო მდგომარეობა და კრიზისი ყველაზე მეტად თვითდასაქმებულებს შეეხო. მოსახლეობის ნაწილს, რომელსაც სოციალური დახმარება აქვს, თავს თვიდან თვემდე გაჭირვებით ირჩენს.

შემოსავლის გარეშე დარჩენილ მოსახლეობის დიდი ნაწილი სასესხო ვალდებულების გადახდას ვერ შეძლებს. ადგილობრივებს ახლა მხოლოდ იმის ეშინიათ, რომ საკუთარი სახლი აღსრულების სამსახურს არ გადაეცეს და ამ მძიმე მდგომარებაში, უსახლკაროდ არ დარჩნენ.

 

ავტორი: გურანდა ავალიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი