ოკუპანტების კიდევ ერთი საგუშაგო - ბლოკ-პოსტი საოკუპაციო ხაზის შიგნით

გამოქვეყნდა:

ოკუპანტების კიდევ ერთი საგუშაგო მცხეთა-მთიანეთის სოფლებში. საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ პატრულირების დროს დავით ქაცარავამ არატიპიური საგუშაგო აღმოაჩინა.

ე.წ საზღვარს მიღმა 500 მეტრში რუსების ბლოკ-პოსტის ხილვა ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებისთვის მოულოდნელი იყო.

გადაღებულ კადრებში ჩანს სამშენებლო მასალები, რაც იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ სამშენებლო სამუშაოები ამ ტერიტორიაზე ახალი დასრულებულია ან ოკუპანტები სამზადისს ახლა იწყებენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი