"2 კვირით ადრე რომ გადაეწყვიტათ ორსულების აცრა, გადარჩებოდა ნამდვილად", - ასეთ კომენტარს აკეთებს "ნიუ ლაიფის" დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი, კორონავირუსით გარდაცვლილ ექიმ-რადიოლოგ ნინო ნაცვლიშვილზე.
როგორც კუკუნაშვილი ამბობ, ნინოს ვაქცინის გაკეთება უნდოდა, თუმცა სახელმწიფოს პოლიტიკის გამო ვერ მოახერხა, რამაც ეს შედეგი გამოიწვია.
"მას არ ჰქონდა საშუალება აცრილიყო, იმიტომ რომ პირველად ვაქცინა შემოვიდა საქართველოში 13 მარტს ნინო იყო უკვე ორსული და ჩვენი მთავრობა ორსულებს არ ცრიდა. შემდეგ უკვე, როდესაც დაეხოცათ ორსულები, უკვე ვაქცინა აღარ იყო, ნინოს კოვიდი დაუდასტურდა 13 ივლისს, ზუსტად 1 კვირაში შემოვიდა აქედან "ფაიზერი" და ერთ კვირაში ნინო უკვე დაინტუბირებული იყო, მოხდა ყველაფრის დაგვიანება, თორემ თვითონ ექიმი იყო და ძალიან კარგად ესმოდა რა და როგორ უნდა გაეკეთებინა. რეალურად მოხდა როგორც ვაქცინაციის დაგვიანება, ასევე ორსულებზე დაუშვეს შეცდომა და ეუბნებოდნენ, რომ არ აიცრათ, მაშინ, როდესაც ბავშვებსა და ორსულებსაც ცრიდნენ უკვე უცხოეთში. ყველაფერი დააგვიანა მთავრობამ, არც სწორი კამპანია იყო, 2 კვირით ადრე, რომ შემოსულიყო ვაქცინა, 2 კვირით ადრე რომ გადაეწყვიტათ ორსულების აცრა, გადარჩებოდა ნამდვილად", - ამბობს მარიამ კუკუნაშვილი.
ცნობისთვის, ნინო ნაცვლიშვილი კორონავირუსით, გუშინ გარდაიცვალა, ის 8 თვის ორსული იყო, როდესაც დაინფიცირდა, ექიმებმა ნაყოფის გადარჩენა შეძლეს.
ამავე თემაზე:
დამოკიდებული იყო ჟანგბადზე, დაეწყო სპონტანური მშობიარობა - ექიმი კორონავირუსით გარდაცვლილზე