
ზურაბ ზვიადაურს მხარდაჭერა გამოუცხადა დრეს ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა, რომელიც ზვიადაურის თავდებიც იყო. ჭრიკიშვილი ამბობს, რომ თავად ოლიმპიური ჩემპიონიც მძიმე მდგომარეობაშია.
"ვერც წარმომედგინა, რომ ეს ადამიანი ვინმეს რამეს ავნებდა. თვითონაც განიცდის ამ ფაქტს და სამი დღის მერე 10 კილო ჰქონდა დაკლებული, ძლივს დადის ისეთ დღეშია. მინდა, რომ ადამიანურად მივუდგეთ, რომ ხდება ასეთი რაღაცეები და ყველა კაცს შეიძლება შეემთხვეს და შენ საყვარელ ადამიანს, სისხლსა და ხორცს ასე რომ ნახავ, ვერ გაიქცეოდა და ვერ დაიმალებოდა" ამბობს ჭრიკიშვილი.
ზურაბ ზვიადაურის წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილებას ადვოკატები დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.