ხურვალეთში აცრები დაგეგმილია ხვალისთვის - გაბუნია მოხუცთა თავშესაფარზე

გამოქვეყნდა:

ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარში ვაქცინაცია ხვალ არის დაგეგმილი. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში აცრის პროცესი პროგრამაში ჩართული თავშესაფრებში დასრულდება:

"ხურვალეთში აცრები დაგეგმილია ხვალისთვის. პროგრამაში ჩართულ სხვა დანარჩენ თავშესაფარსა და ხანდაზმულთა სახლებში მომდევნო ორი კვირის განმავლობაში სრულად იქნება ამოწურული პროცესი. თითო დაწესებულების მოცვას თითო დღე სჭირდება“,  განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარები ამბობენ, რომ უკვე 5 თვეა ვაქცინას ელოდებიან, თუმცა მხოლოდ ცრუ დაპირებებს იღებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი