ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია ჯამურად 67%-ია.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია ეტაპობრივად იზრდება, თუმცა ჯერჯერობით საკმარისი მაინც არ არის.
"სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია ჯამურად 67%-ა, ეს უფრო მეტად ექიმების ხარჯზეა. ეტაპობრივად იზრდება, თუმცა ჯერ იქ არ ვართ, რომ მოცული იყოს საკმარისი რაოდენობა",- თქვა თამარ გაბუნიამ.
გაბუნია ზოგადად, ვაქცინაციის ტემპითაც უკმაყოფილოა.
ამავე თემაზე:
ქვეყნის მასშტაბით მასწავლებელთა 40%-მდე უკვე აცრილია - სამინისტრო