დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, Pfizer-ის ვაქცინა ქვეყანაში ივლისში შემოვიდა და სწორედ ამიტომ მანამდე ორსულების აცრა ვერ მოხერხდა..
როგორც გამყრელიძე განმარტავს, ორსულებს ჩინური ვაქცინით ვერ აცრიდნენ, ვინაიდან შესაბამისი კვლევები არ არსებობს.
"კვლევები არ არის ჩატარებული და წინააღმდეგ ჩვენებაშია, ამიტომ ჩვენ ვერ ავცრიდით ორსულებს ჩინური ვაქცინით. მოგეხსენებათ, ფაიზერის მნიშვნელოვანი დოზები ქვეყანაში ივლისის ბოლოს შემოვიდა, ამიტომაც, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ დავიწყეთ ორსულთა აცრები",- თქვა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ორსულებში გაზრდილია. გუშინ, 19 აგვისტოს, კორონავირუსით 33 წლის ექიმი გარდაიცვალა. მას ვირუსი ორსულობის დროს დაუდასტურდა, მშობიარობის შემდგომ კი გარდაიცვალა. ნიუ ლაიფის" დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილმა თქვა, რომ ორსულების ვაქცინაცია ქვეყანაში ადრე რომ დაწყებულიყო, პაციენტი გადარჩებოდა.