საქართველო არის პირველ ადგილზე მსოფლიოში, ერთ სულ მოსახლეზე სიკვდილის რაოდენობით - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, Facebook-ზე საქართველოში არსებულ მძიმე ეპიდვითარებას ეხმაურება და წერს, რომ მრავალი ადამიანის სიკვდილზე ივანიშვილი, ტიკარაძე და "მუშკეტერები" არიან პასუხისმგებლები.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, სიკვდილის დამარცხების ერთადერთი გზა, ივანიშვილის დამარცხებაა.

"წარმოუდგენელია ივანიშვილი, ტიკარაძე, “მუშკეტერები” როგორ იძინებენ ღამე, თუ მართლა რაღაც ადამიანური შერჩათ, იმიტომ, რომ მათი გადაწყვეტილებები პირდაპირ უკავშირდება მრავალი ათასი ადამიანის სიკვდილს - ივანიშვილი და სიკვდილი გახდნენ სინონიმები.

ღმერთის როგორ არ ეშინიათ, როცა მათი გადაწყვეტილების პირდაპირ შედეგად, ყოველ დღე, ამდენი ადამიანი ტანჯვით კვდება.

საქართველო არის პირველ ადგილზე მსოფლიოში, ერთ სულ მოსახლეზე სიკვდილის რაოდენობით, ახლა, მას შემდეგ, რაც მრავალი მილიარდი, რომელიც გამოყო საერთაშორისო თანამეგობრობამ კოვიდთან საბრძოლველად დაიხარჯა, ამათი ვილების მშენებლობაზე.

სიკვდილის დამარცხების ერთადერთი გზა, არის ივანიშვილის დამარცხება - ძალიან მალე საქართველო",-წერს მიხეილ სააკაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი