ლანჩხუთში გაერთიანებული ოპოზიციიდან მერობის კანდიდატი ლია მუხაშავრია იქნება.
პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ და მუხაშავრიამ დღეს ლანჩხუთში, პარტიული სია წარადგინეს.
დასახელდა სიის პირველი შვიდეული:
დავით ჭიჭინაძის თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმია და ყველა, ვინც თავისი პირადი ამბიციების გამო საერთო საქმის წინააღმდეგ წავა, ის საერთო საქმის მტერი იქნება.
"დღეს არც თანამდებობებისთვის იბრძვის ვინმე და არც ვინმეს მსუყედ დასაბინავებლად. 2 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმის დღეს! ჩვენ ბრძოლაში ვართ ცვლილებებისთვის! ბრძოლაში გადარჩენისთვის! და ყველა, ვინც თავისი პირადი ამბიციების გამო საერთო საქმის წინააღმდეგ წავა, ის საერთო საქმის მტერია",- თქვა დავით ჭიჭინაძემ.
ავტორი: ვლადიმერ მენაბდე