"მთავარი არხის" რეპორტაჟის შემდეგ, ხურვალეთის თავშესაფარში მოხუცები აცრეს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ეთერში გასული რეპორტაჟის შემდეგ, ხურვალეთის თავშესაფარში მოხუცები აცრეს.

თავშესაფრის ბენეფიციარები ვაქცინაციას თვეების განმავლობაში ითხოვდნენ, მაგრამ სახელმწიფო, რომელმაც ხანდაზმულების ვაქცინაცია პრიორიტეტად გამოაცხადა, ამ მიმართულებითაც, ამ დროის განმავლობაში, არაფერს აკეთებდა.

მხოლოდ სატელევიზიო არხების დაინტერესების შემდეგ, ჯანდაცვამ განაცხადა, რომ ხურვალეთის თავშესაფრის ბენეფიციარებს უახლოეს დღეებში აცრიდა. 

თუმცა, რა მოხდება სხვა მოხუცებისა და იმ ადამიანების შემთხვევაში, ვისაც გადაადგილება ან ონლაინ რეგისტრაცია არ შეუძლია, ისევ გაურკვეველია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი