დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი "ქართულ ოცნებას" შეუერთდა

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გოჩა გიორგიძე „ქართულმა ოცნებამ“ ხარაგაულში კანდიდატად წარადგინა. 
არსებული ინფორმაციით, ის  მუნიციპალიტეტის საკრებულოში პროპორციული სიით შესვლისთვის იბრძოლებს. 
ჯერჯერობით უცნობია საკრებულოში შესვლის შემთხვევაში ის დეპუტატობასთან ერთად, გააგრძელებს თუ არა საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმერეთის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე ყოფნას. 
გოჩა გიორგიძე "მთავარის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

შეგახსენებთ, ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი