"ბათუმის წყალმა" ოცნების ოფისში კუთვნილი მანქანით სკამები მიიტანა - კალოიანი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ლიდერი და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ვახტანგ კალოიანი "ქართული ოცნების" მხრიდან წინასაარჩევნოდ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს.

მისი ინფორმაციით, კომპანია „ბათუმის წყალმა“ მმართველი პარტიის ოფისში კუთვნილი ავტომობილით სკამები მიიტანა. 

საარჩევნო კოდექსით წინასაარჩევნო პერიოდში პარტიების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება აკრძალული და დასჯადია. 

„ბათუმის წყალი“ კერძო სამართლის იურიდიული პირია, თუმცა ის ბათუმის მერიის დაარსებულია და კომპანიის 100%-იან წილსაც თავად ფლობს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი