"ქუთაისი იმსახურებს პროგრესს" - ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ საარჩევნო კამპანია დაიწყო

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ხატია დეკანოიძემ მხარდამჭერებს მიმართა და 2 ოქტომბრის რეფერენდუმად წოდებული არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი - "2 ოქტომბერს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა უთხრას არა ბიძინა ივანიშვილს" - ამბობს დეკანოიძე. 

ვაპირებთ, რომ ჩვენ თანამოქალაქეებთან ერთად მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და შემოვხაზოთ ყველა, „ქართული ოცნების“ გარდა, შემოვხაზოთ პროგრესი, მომავალი და ყველაზე მნიშვნელოვანი - უარი ვუთხრათ სიღატაკეს და გაჭირვებას და რა თქმა უნდა, იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელიც დღეს არის საქართველოში ეპიდსიტუაციის გამო. დიახ, დღეს 74 ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში. ეს 74 ადამიანი გარდაიცვალა ხელისუფლების უპასუხისმგებლობის გამო, როდესაც დააგვიანეს ვაქცინის შემოტანა და ვაქცინაციის პროპაგანდა - ამბობს დეკანოიძე

მისი თქმით, ქუთაისი იმსახურებს მერს, რომელიც არ იქნება პარტიული დავალებების შემსრულებელი და პირველ რიგში ქუთაისისა და ქუთაისლების ინტერესებს მოემსახურება. 

"ქუთაისი იმსახურებს პროგრესს და ყველას ძალიან კარგად ახსოვს, როგორ დაამცირა ქუთაისი ქართულმა ოცნებამ, როდესაც მთავარი ადმინისტრაციული ფუნქცია წაართვა" - მიმართა დეკანოიძემ ქუთაისლებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი