ნუ გეშინიათ პროტესტის, თქვენ არა ხართ მარტო - ხოშტარია "თბილსერვისის" თანამშრომლებს

გამოქვეყნდა:

"ნუ გეშინიათ პროტესტის, პროტესტი თქვენი უფლებაა, თქვენ არა ხართ მარტო" - ელენე ხოშტარია თბილსერვისის თანამშრომლებს, რომლებიც დამამცირებელ მოპყრობას აპროტესტებენ და ადამიანურ სამუშაო პირობებს ითხოვენ, მხარდაჭერას უცხადებს.

ჩვენ დავიცავთ თქვენს უფლებებს სამართლებრივად და ფიზიკურადაც- მიმართავს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი გაფიცულ თანამშრომლებს.

გარდა ამისა, "თბილსერვისის" პროტესტის ყველზე აქტიურ მონაწილეს, რომელსაც სისტემისა და ხელმძღვანელობის მხილების შემდგ, მისივე თქმით, ემუქრებიან, "დროა" იურიდიულ დახმარებას სთავაზობს. ირაკლი ბაღდავაძის სამართლებრივ ინტერესებს გიგა ლემონჯავა დაიცავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი