დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, ირაკლი ბაღდავაძე "თბილსერვის" ჯგუფში, მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებს ხვდება. ბაღდავაძე იქ მისი საჯარო განცხადებებისა და ხელმძღვანელობის მხილების შემდეგ დაიბარეს.
ბაღდავაძე იქ ადვოკატთან ერთად მივიდა. მას იურიდიულ დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" უწევს.
"ეს ადამიანი განიცდის საფრთხეს დამსაქმებლის მხრიდან, აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის მიმართ სხვადსხვა პროვოკაციული ან უფლებრივი დარღვევა შესაძლოა, განხორციელდეს. შესაბამისად ჩვენი ორგანიზაცია ამ ეტაპზე მიყვება, რომ დაცული იყოს მისი უფლებები და არ მოხდეს მისი შეცდომაში შეყვანა ან დაპირისპირება",- ამბობს ვლადიმერ ქუთათელაძე "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" იურისტი.
"თბილსერვის ჯგუფის" დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების მიერ ადმინისტრაციისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა უკვე ამოიწურა, თუმცა ჯერჯერობით თბილის მერია დუმს, ამ დრომდე უცნობია დააკმაყოფილებს თუ არა კალაძე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების მოთხოვნებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა, ირაკლი ბაღდავაძემ სამსახურში დამამცირებელ მოპყრობასა და კორუფციაზე, ხმამაღლა ისაუბრა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა.