სამკერვალოში მითხრეს, თქვენს ფორმებს კალაძის მეუღლე კერავსო - დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი

გამოქვეყნდა:

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის, ირაკლი ბაღდავაძის ინფორმაციით, მეეზოვეების ფორმებს თბილისის მერის, კახა კალაძის ცოლის, ანუკი არეშიძის კომპანია კერავს. როგორც მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" თქვა, ეს ინფორმაცია მას სამკერვალოში მიაწოდეს მაშინ, როცა დახეული ფორმის გადასაკეთებლად მივიდა. 

ჩვენი ნაშრომით გახდნენ ხალხი უკვე მილიონერები და მილიონებსაც გადააჭარბეს მგონი უკვე. უზარმაზარი ფული იჭრება დასუფთავებაში, მგონი უკვე იმდენს მიაღწიეს რომ საქართველოს ბიუჯეტი არ ექნება მაგდენი. ჩვეულებრივი ფულის საშოვნელი მანქანაა მაგათთვის... 

იწერება ფორმების ფული რომელიც აღმოჩნდა კალაძის მეუღლე... როგორც სამკერვალოში რომ მივედი შარვლის გადასაკეთებლად, დახეული იყო და რომ გადამეკეთებინა, სამკერვალოში მითხრეს, თქვენს ფორმებს ვიცი მე ვინც კერავს, ვინ-მეთქი და კალაძის მეუღლის ხელშიაო...

უკვე რამდენი წელიწადია ფორმა არ დარიგებულა საერთოდ და უკვე გაუსაძლისი მდგომარეობა თუ აქვს ადამიანს, ადგებიან და გამოიტანენ როდინდელ ფორმას იცით? სააკაშვილის პერიოდში რომ ფორმები შემოიტანეს..., - ამბობს ბაღდავაძე.

მისივე თქმით, ფორმების ფული ყოველწლიურად გამოყოფილია, თუმცა მეეზოვეებს მაინც 10 წლის წინანდელი, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები აცვიათ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი