რა ხდება არჩევნების დროს დასუფთავების სამსახურში... რას აიძულებს ხელმძღვანელობა მეეზოვეებს - "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, ალბერტ სარქისოვი და ირაკლი ბაღდავაძე საუბრობენ.
მათი ინფორმაციით, არჩევნების დროს, გლდანში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს პირადობის მოწმობები მიატანინეს, წაიღეს და მოგვიანებით დაუბრუნეს.
არჩევნები იყო, პირადობები გამოართვეს მთელ დასუფთავებას მეოთხეში [გლდანი], ვინც კი მუშაობს, ვინც კი შრომობს, სად წაიღეს, არ ვიცით... და უკან მოიტანეს. დაგვიბარეს, პირადობა იქონიეთ თან, მივდივარო... გასაფორმებლად მიდიოდა თუ მოგვატყუა, საარჩევნოდ, ეგეც არ ვიცით. საარჩევნოდ იყო, ბევრჯერ გამიგონია ასეთი რაღაც, რომ ბიულეტენები გადაუხაზიათ... - ამბობს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ალბერტ სარქისოვი.
იხილეთ ასევე: