ანა დოლიძემ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

გამოქვეყნდა:

პარტია "ხალხისთვის" დამფუძნებელმა, ანა დოლიძემ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. 

"პარტიას უკვე ჰყავს გუნდი, სუფთა, პროფესიონალი, მებრძოლი, საქართველოზე შეყვარებული ადამიანების, რომლებიც მზად არიან, აიღონ ეს პასუხისმგებლობა. ეს გუნდი აერთიანებს ადამიანებს რომლებიც არიან არაერთი წარმატებული ქართული ბიზნესის მმართველები, აერთიანებს გუნდს, რომლებმაც კარგად იციან საჯარო ჯანმრთელობა, მისი პრობლემები, აერთიანებს ეკონომისტებსა და იურისტებს",- თქვა ანა დილიძემ. 

პარტია "ხალხისთვის" მაჟორიტარობის კანდიდატების სია შემდეგია:

  • ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი -ალექსანდრე რატიშვილი
  • საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი - თამარ ჭიჭინაძე
  • ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი -სერგო ლომიძე
  • სამგორის რაიონი მაჟორიტარობის კანდიდატი -ანა მიქაძე-ჩიკვაიძე
  • მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი- ​ნინო ქოქოსაძე
  • ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი - კობა კობახიძე
  • კრწანისის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი - მაია კეკუა
  • ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი - მიხალის ირემაძე
  • დიდუბის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი - ​ნინო წულაძე 
  • გლდანის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი - ირაკლი თედორაძე 

შეგახსენებთ, რომ თავად ანა დოლიძე თბილისის მერობის კანდიდატია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი