„საარჩევნო კოვიდმესაფლავეები“, "საარჩევნო კოვიდგენოციდი" - ლაშა ჩხარტიშვილის აქცია კანცელარიასთან

გამოქვეყნდა:

„საარჩევნო კოვიდმესაფლავეები“ - ამ სახელწოდების აქცია-პერფორმანსი გამართა მთავრობის ადმინისტრაციასთან „ლეიბორისტული პარტიიდან“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლაშა ჩხარტიშვილმა.

ჩხარტიშვილმა საგანგაშო ეპიდვითარებაზე პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ივანიშვილს, ღარიბაშვილსა და კალაძეს დააკისრა და მოითხოვა პირბადის ტარებაზე გამკაცრდეს კონტროლი.

„ვადანაშაულებთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს და მის ე.წ. მთავრობას – პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს, ტიკარაძეს, კალაძეს და სხვებს იმაში, რომ ახორციელებენ საარჩევნო კოვიდგენოციდს. შეგნებულად არ ახდენენ მოქმედებებს, რომელიც შეამცირებდა ავადობას" ამბობს ჩხარტიშვილი

ჩხარტიშვილი ასევე ითხოვს, დაიწყოს ვაქცინაციის მხარდამჭერი კამპანია და ბავშვთა ნებაყოფლობითი აცრების პროცესი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი