"ბევრი მეკითხება, რატომ ფოთი, რატომ მე, რატომ 5 ნომერი?..." - გიგი უგულავა ფოთის მერობის კანდიდატია

გამოქვეყნდა:

ფოთში მერობისთვის გიგი უგულავა იბრძოლებს. ის ერთიანი ოპოზიციის საერთო კანდიდატია. გიგი უგულავა ოფიციალურად დღეს,  ბექა ბასილაიამ და ნიკა მელიამ  წარადგინეს.

"ჩვენი ქალაქისთვის პატივია და გიგისთვის დიდი პასუხისმგებლობა იყაროს ფოთის მერად კენჭი როგორც ერთიანი ოპოზიციური კანდიდატი" - ამბობს ბექა ბასილაია.

"ბედნიერი ვარ, რომ გამოცდილი და მძიმე წონიანი პოლიტიკოსი, მოწინააღმდეგეც კი ვერ უარყოფს, რომ თბილისი მნიშვნელოვნად წინ წასწია და ეჭვი არ მეპარება, რომ იგივეს გააკეთებს გიგი თქვენთან ერთად ფოთში, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი" - ამბობს ნიკა მელია 

"ბევრი მეკითხება, რატომ ფოთი, რატომ მე, რატომ 5 ნომერი? მე მაქ ერთი მარტივი პასუხი, იმიტომ, რომ 2 ოქტომბერს იქნება რეფერენდუმი, სადაც თითოეული ჩვენთაგანი გადავწყვეტთ და საბოლოო განაჩენს გამოვუტანთ, და გავისტუმრებთ ქართულ ოცნებას, მაგრამ მანამდე ჩვენ მოგვიწევს ერთობლივი ბრძოლა და ერთობლივი შრომა" - ამბობს გიგი უგულავა

გიგი უგულავას თქმით, რამდენიმე დღეში, კონსულტაციების შემდეგ, წარადგენს გუნდს, მაჟორიტარობის კანდიდატებსა და პარტიულ სიას - "ფოთში ჩვენ უნდა შევქმნათ საუკეთესო მაგალითი კოალიციური მმართველობის" - ამბობს გიგი უგულავა 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი