მეგობრებო, საკუთარი თავისთვის, ღვთის გულისთვის, ჩვენი მეგობრებისთვის - ყველანი უნდა ავიცრათ! - ამ განცხადებით დაიწყო სიტყვით გამოსვლა საკუთარ წარდგენაზე გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ.
ფოთის მერობის კანდიდატმა საზოგადოებას მიმართა და სთხოვა, რომ აღარ ჰქონდეთ პიარზე ორიენტირებული ხელისუფლების იმედი, დაეყრდნონ საკუთარ თავებს და ყველასთვის სასიკეთოდ აიცრან.
"მეგობრებო, საკუთარი თავისთვის, ღვთის გულისთვის, ჩვენი მეგობრებისთვის -ყველანი უნდა ავიცრათ! არჩევნებს აქ არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ვერ გვექნება იმედი ხელისუფლების, რომელიც არა კოვიდთან ბრძოლით, არამედ კოვიდპიარით არის დაკავებული. ეს ხელისუფლება, მზად არის პიარს ამსხვერპლოს უკვე ათასობით ადამიანი. ეს ყველაფერი არის შედეგი მატრაბაზობის, კორუფციის, ნეპოტიზმის და რაც მთავარია, სრულიად უხამსი პიარის. ჩვენ წელიწად-ნახევარია ვხედავთ მხოლოდ პოლიტიკური ქულების შეგროვების უნიჭო მცდელობას ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე, ამიტომ ნუ გვექნება ამ ადამიანების იმედი, აცრას ალტერნატივა არ აქვს, ამას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს, ამას აქვს ადამიანობასთან კავშირი",- თქვა გიგი უგულავამ.