„ქართული ოცნება“ უნდა გავუშვათ სახლში და ბიძინა ივანიშვილი დავტოვოთ სახლში - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

„წელს არ იქნება არჩევანი, სადაც მხოლოდ უნდა დავითვალოთ პროცენტები" - თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ფოთში, სადაც ოპოზიციის მერობის ერთიანი კანდიდატი, გიგი უგულავა წარადგინეს.

"ეს ვეღარ იქნება პარტიული ბრძოლა და ვეღარც ის ბრძოლა, სადაც მეტ-ნაკლებად უკეთესი ან უარესი შედეგი უნდა დადოს, რომელიმე ცალკე აღებულმა ოპოზიციურმა კანდიდატმა ნებისმიერ ქალაქში, რაიონსა თუ სოფელში. ეს არის გადამწყვეტზე გადამწყვეტი ბრძოლა, სადაც ჩვენ „ქართული ოცნება“ უნდა გავუშვათ სახლში და ბიძინა ივანიშვილი დავტოთ სახლში. დიახაც, დავტოვოთ სახლში ბიძინა ივანიშვილი, მას ვერ გავუშვებთ სახლში, იმიტომ, რომ ეს ადამიანი კომფორტულად არის სახლში და სახლიდან მართავს სახელმწიფოს, რომელიც მას მიტაცებული აქვს.... ბევრი ქართველი შეაგუა ამ ოლიგარქმა ადამიანმა, რომ სახლში წამოკოტრიალებული, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, დამცინავად, აბუჩად ამგდებად მართავს მიტაცებულ სახელმწიფოს. როდის უნდა გამოვტაცოთ ეს სახელმწიფო მიმტაცებელს, როდის, თუ არა 2 ოქტომბერს“, - აცხადებს ნიკა მელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი