ენმ-მ ბათუმის მერობის კანდიდატი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

გამოქვეყნდა:

ერთიანი ოპოზიცია რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს. ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე იქნება. კირთაძე ამომრჩევლებს ნიკა მელიამ წარუდგინა.

„მადლობა ოპოზიციური პარტიებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს ამ მხარდაჭერისთვის. მე მქონდა ბედნიერება, წლების განმავლობაში მიშა სააკაშვილთან, ლევან ვარშალომიძესთან, რობერტ ჩხაიძესთან, ჩვენი გუნდის სხვა ლიდერებთან ერთად მონაწილეობა მიმეღო ბათუმის სასწაულის შექმნაში, ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა გასაკეთებელი ბევრი იყო და არის დარჩენილი. მოხდა ბათუმის დაპაუზება, ახლა ცხრა წლისთავზე გაახსენდა ღარიბაშვილს, თურმე ხიდი უნდა გაკეთდეს, ახალი ბულვარი უნდა გაგრძელდეს“ - განაცხადა გიორგი კირთაძემ.

კირთაძემ  ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა:

  • კახა ქაშიბაძე;
  • რევაზ ხარაზი;
  • თეკლა გავარდაშვილი;
  • ლაშა კილაბერია;
  • მამუკა ქობულაძე;
  • ნატო ნაცარაშვილი;
  • ალეკო ვაშალომიძე;
  • ილო ჯინჭარაძე;
  • ქეთი ლარსაგანიძე;
  • ბაჩი მექვაბიშვილი;
  • ირაკლი ზოიძე;
  • ეკა ზარია;
  • ლევან გორგილაძე;
  • როინ დვალი;
  • ელიზა ეფაძე;
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი