"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, პარლამენტის დეპუტატ კობა ნაყოფიას აეროპორტის სასაზღვრო სამსახური ქვეყანაში არ უშვებს:
"კახა კუჭავა, პარლამენტის წევრს, ჩემს მეგობარ კობა ნაყოფიას ერთი საათია უკვე აეროპორტის სასაზღვრო სამსახური არ უშვებს ქვეყანაში! მორჩით ქვეყნის ბელორუსიზაციას და დაუყოვნებლივ მიიღეთ ზომები სამარცხვინო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ. არა მხოლოდ, გამოატარონ დეპუტატი საზღვარზე, არამედ ხვალვე დაისაჯონ თანამდებობის ბოროტად გამომყენებლები!!!", - წერს ნიკა გვარამია.