ირაკლი ღარიბაშვილი კიევშია

გამოქვეყნდა:

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი კიევში ჩავიდა. კიევში ის ლვოვიდან ჩაფრინდა, სადაც მას გუშინ უკრაინელმა კოლეგამ დენის შმიგალმა უმასპინძლა.

ოფიციალური შეხვედრები კი დღეს სწორედ კიევში გაიმართება. ღარიბაშვილი პრეზიდენტ ზელენსკის, პრემიერ დენის შმიგალს და უმაღლესი რადას თავმჯდომარეს დმიტრო რაზუმკოვს შეხვდება.

მთავრობის მეთაური ასევე მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები ესწრებიან.

საქართველოს დელეგაციაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი