"ლეიბორისტული პარტიის" საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი მმართველ პარტიას და თბილისის მერს ქვეყანაში გაზრდილ სიღარიბეზე პასუხისმგებლობას აკისრებს.
ლაშა ჩხარტივილი ქალაქში არსებულ სოციალურ პრობლემებზე საუბრობს და ამბობს, რომ სახელმწიფო უსახლკარო ადამიანებზე სათანადოდ ვერ ზრუნავს.
"ლეიბორისტული პარტიის" წევრი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სოციალურად დაუცველებს კონკრეტულ გეგემას სთავაზობს და დახმარებას პირდება.