საკუთარი მოქალაქეების დაცვაზე ზრუნვის ნაცვლად, "ქართული ოცნების" ხელისუფლება ბიზნესის რეკეტითაა დაკავებული. ახალციხეში გუბერნატორმა ადგილობრივი ბიზნესმენები დაიბარა და ყველას ინდივიდუალურად დაუთვალა, რამდენი ლარი უნდა დაუსვას მისსავე პარტიას ანგარიშზე. ბოლო ორ კვირაში ივანიშვილის გუნდმა 700 ათას ლარზე მეტი შემოწირულობა მიიღო.
იმ დროს, როცა ბიზნესი ხელისუფლებისგან დახმარებას ელის, ახლა თავადაა იძულებული, პარტიას შემოწირულობის სახით ათასობით ლარი ჩაურიცხოს.
არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცავებს საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ და გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.
ავტორი: ნინიკო გიგაური