"ოცნების" ხელისუფლება მცოცავ ანექსიას მალავს | 4 დღის წინ დამონტაჟებულ უკანონო ბანერს სუს-ი ძველად ასაღებს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ხელისუფლება მცოცავ ანექსიას მალავს - ოკუპანტის უკანონო ქმედებებზე შესაბამისი უწყებები არ რეაგირებენ და ახლადდამონტაჟებულ უკანონო ინსტალაციებს, ძველად ასაღებენ.

"მთავარის" მიერ მოპოვებულმა ვიდეომასალამ, რომელიც ხურვალეთში 8 აგვისტოს არის გადაღებული, ჩანს, რომ ბანერი ხურვალეთის ტერიტორიაზე არ არის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი აცხადებენ, რომ ბანერი ახალი არაა და ის იქ ადრეც იყო. 

"8 აგვისტოს მასალაში, რომელიც მე გადავიღე, არ ჩანს ბანერი, ბანერი დაამაგრეს ზუსტად 4 დღის წინ, ეს იცის მთელმა სოფელმა. რატომ ამბობენ, რომ ძველია ეს ბანერი?! ყურადღება ხომ გვჭირდება, პოლიცია უნდა იყოს საზღვართან, ჯარი", - ამბობს ხურვალეთის მცხოვრები ლუდა სალია.

შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი კი არ აკეთებს კომენტარს, რატომ მალავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბორდერიზაციის მორიგ ფაქტს. მინისტრი მხოლოდ სტანდარტული განცხადებით შემოიფარგლა და თქვა, რომ ყოვლად მიუღებელია უკანონო ბორდერიზაციის ნებისმიერი ფორმა.

ხელისუფლების ოპონენტები კი ამბობენ, რომ "საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თანამშრომლობს კრემლთან", რასაც მათი საქციელი ადასტურებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი