ბიუჯეტის სეკვესტრი პირველად, 20 წლის შემდეგ - ხელვაჩაურის მერიის ახალი პიკაპები

გამოქვეყნდა:

20 წლის შემდეგ, საქართველოში, სიტყვა "სეკვესტრი" დაბრუნდა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 2020 წლის ბიუჯეტიდან ექვსი მილიონი ლარი შეამცირეს, რაც ნიშნავს იმას, რომ მუნიციპალიტეტში აღარ განხორციელდება ინფრასტრუქტურული და სამშენებლო სამუშაოები. სულ 18 ობიექტის მშენებლობაა სეკვესტრირებული.

ხელვაჩაურის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მერის მოადგილე საკუთარი კომფორტის მოწყობაზე ზრუნავენ იმ ფონზე, როდესაც მუნიციპალიტეტში 10 ათასზე მეტი ბავშვი შიმშილობს, - ამბობს საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" მიშა ბოლქვაძე.

ბოლქვაძემ დოკუმენტებიც გაასაჯაროვა, რომლითაც დგინდება, რომ ხელვაჩაურის მერიამ სამი დღის წინ პიკაპის ტიპის სამი ახალი ავტომობილი შეიძინა და მასში 200 ათასი ლარი გადაიხადა. ახალი მანქანებით მერი, მერის მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომარე სარგებლობენ.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი