ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი რუსეთის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელია

გამოქვეყნდა:

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვი რუსეთის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელია. ამის შესახებ გამოცემა „ინსაიდერთან“ მისმა ნათესავმა, ვინმე ალექსანდრ ვოდორეზევმა ისაუბრა.

როგორც ირკვევა, ვოდორეზევი და კრასიკოვი ქვისლები არიან და ერთმანეთს 2010 წლიდან იცნობენ. ვოდორეზევს მკვლელის ამოცნობა გერმანიაში მიმდინარე სასამართლოზე შეეძლო, მაგრამ მაშინ განაცხადა, რომ ბრალდებულს არ იცნობდა. "ინსაიდერთან" ინტერვიუში კი ის ამბობს, რომ კრასიკოვი თავიდანვე იცნო, უბრალოდ იცოდა, რომ მისი ამოცნობით საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდა.

ალექსანდრ ვოდორეზევი იხსენებს, რომ დაახლოებით 2010-2011 წლებში გააცნობიერა, რომ კარსიკოვი რუსეთის სპეცსამსახურებისთვის, FSB-სთვის მუშაობდა. ვოდორეზევი კრასიკოვს FSB-ს ელიტარულ ქვედანაყოფთან ვიმპელთან აკავშირებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი