არის 728 დადასტურებული შემთხვევა, დამთავრდა! - ეზუგბაიას პასუხი ტოროსიანს

გამოქვეყნდა:

ვის რა აზრი აქვს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არის 728 დადასტურებული შემთხვევა, დამთავრდა - ასე პასუხოვს ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს.

ეზუგბაია ამბობს, რომ ფაქტები არ იმალება და ყველა მონაცემი სწორია.

ჭეშმარიტება ერთია - არის 728 დადასტურებული პაციენტი, ფაქტების დამალვას აზრი არ აქვს, ამიტომ აი, აქ ლაპარაკს, ვის რა აზრი აქვს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. არის 728 დადასტურებული შემთხვევა, დამთავრდა! ამას არ სჭირდება კომენტარები, - ამბობს ეზუგბაია.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს, არსენ ტოროსიანს საქართველოში კორინავირუსის გავრცელების სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი ეპარება.

რაც შეეხება საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას -  დღეისათვის მათი რიცხვი ხუთით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულების კი - 14-ით. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი