საბერძნეთში პოლიციამ დააკავა ქართველი, რომელიც ქართველი ქალის მკვლელობაშია ბრალდებული

გამოქვეყნდა:

საბერძნეთში, სალონიკში პოლიციამ ქართველი 55 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით დააკავა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი ცნობით, გარდაცვლილი ასევე ქართველი იყო. მისი ცხედარი პოლიციამ საცხოვრებელ სახლში იპოვა, გარდაცვლილს ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული.

შემთხვევა გუშინ, 23 აგვისტოს მოხდა. როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა, ადგილობრივ მედიას განუცხადა, ეჭვმიტანილი კაცი აივანზე სისხლიანი ხელებით გამოვიდა და მიმალვა სცადა. პოლიციამ ის გუშინვე დააკავა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი