საბურთალოზე, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე სისხლის ბანკის შენობაში,კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი მოეწყო.
ჰოსპიტალი 200 საწოლზეა გათვლილი და მსუბუქ და საშუალო სიმძიმის პაციენტებს მიიღებს. მუშაობის პირველივე დღეს ჰოსპიტალში 50-მდე პაციენტი მიიღეს და მათი უმრავლესობა ჟანგბადდამოკიდებულია.
"ეტაპობრივად ხდება საწოლების მობილიზება, პალატების უზრუნველყოფა და პაციენტების დამატებით მიღება. გუშინ მოხდა 1 პაციენტის რეფერალი, სხვა კლინიკაში გადაყვანა მდგომარეობის გაუარესების გამო",- ამბობენ საბურთალოს საველე ჰოსპიტალში.
ცნობისთვის, პირველი საველე ჰოსპიტალი 1 კვირის წინ დიღმის ოლიმპიურ სოფელში მოეწყო და იქ უკვე 100-მზე კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი
იხილეთ ასევე:
დიღმის საველე ჰოსპიტალში 91 კოვიდინფიცირებული მკურნალობს
60 გარდაცვლილი 24 საათში - დადასტურდა ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევა