დაიწყეს შანტაჟი, იმუქრებიან ვიდეოებს აგიტვირთავთო - ირაკლი ბაღდავაძე მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

"თბილსერვისის" მეეზოვე, ირაკლი ბაღდავაძე, რომელიც თბილისის მერიამ სამსახურიდან გაათავისუფლა, ამბობს, რომ მას პირადი ცხოვრების კადრებით აშანტაჟებენ. ბაღდავაძის განმარტებით, მას ეუბნებიან, რომ მის ფოტოებსა და ვიდეოებს გაასაჯაროებენ.

როგორც ბაღდავაძე ამბობს, ის ახლა გათავისუფლების შესახებ ოფიციალურ ცნობას ელოდება, მოგვიანებით კი სამართლებრივ დავას დაიწყებს.

"ველოდები ჯერ ცნობას, რის საფუძველზე გამათავისუფლეს. ეგ ყველაფერი რომ მექნება, მერე დავიწყებ სამართლიანად ბრძოლას. ყველაფერს კადრულობენ უკვე, დაიწყეს ჩემი პირადი ცხოვრებით შანტაჟი. რაღაც ფეიკი ფოტოების ატვირთვას აპირებენ, იმუქრებიან, ვიდეოებს აგიტვირთავთო. მეცინება, ამათ უვიცობაზე, რა უნდა ამიტვირთონ, მაგათნაირი ბინძური კი არ ვარ, რამის რომ მეშინოდეს. ეს თვითონ არიან ბინძურები, თორემ მე სუფთა ვარ და არაფრის მეშინია",- თქვა ირაკლი ბაღდავაძემ.

ირაკლი ბაღდავაძე, "თბილსერვისის" მეეზოვე, რომელიც ერთ-ერთი იყო ვინც კორუმპირებული და უსამართლო სისტემის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა და გაიფიცა, გუშინ, 23 აგვისტოს ის სამსახურიდან გაუშვეს.

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი უკანონოდ გაფიცვის ორგანიზების, თანამშრომლებთან დაპირისპირების და მათზე მუქარის გამო გათავისუფლდა.

ამავე თემაზე:

"სიცოცხლე ან სამართლიანობა" | დევნა სისტემის მხილებისთვის და სამსახურიდან გათავისუფლებული ირაკლი ბაღდავაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი