ირაკლი ბაღდავაძე, რომელმაც "თბილსერვისი" კორუფციაში ამხილა, სამსახურიდან გამოუშვეს

გამოქვეყნდა:

ირაკლი ბაღდავაძე, "თბილსერვისის" მეეზოვე, რომელიც ერთ-ერთი იყო ვინც კორუმპირებული და უსამართლო სისტემის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა და გაიფიცა, დღეს სამსახურიდან გაუშვეს. ინფორმაციას "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია Facebook-ზე ავრცელებს. 

ცნობილია, რომ ირაკლი ბაღდავაძე სამსახურში აღდგენისა და სამართლიანობის მოთხოვნით მშრალ შიმშილობას იწყებს და დღეიდან წყლისა და საკვების მიღებაზე უარს აცხადებს. 

ირაკლი ბაღდავაძე, კაცი, რომელმაც ამხილა უზარმაზარი მასშტაბის კორუფცია დასუფთავების სამსახურში, დაითხოვეს სამსახურიდან და გაჭირეს შიმშილისთვის. ტერორისტები, - წერს ნიკა გვარამია. 

ცნობისთვის, თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა, ირაკლი ბაღდავაძემ სამსახურში დამამცირებელ მოპყრობასა და კორუფციაზეხმამაღლა ისაუბრა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი