სიცოცხლე ან სამართლიანობა - ამ სიტყვებით დასუფთავების სამსახურის მეამბოხე თანამშრომელი ირაკლი ბაღდავაძე მშრალ შიმშილობას იწყებს.
ადამიანი, რომელმაც გაბედა და ღიად ამხილა სისტემა დღეს სამსახურიდან გაათავისუფლეს. "თბილსერვის ჯგუფში" ეს გადაწყვეტილება ბაღდავაძეს ზეპირად გამოუცხადეს და შემდეგ მთელი დღე დასჭირდათ იმისთვის, რომ ბრძანება ქაღალდზე გადაეტანათ და ოფიციალურად გაეფორმებინათ.
უწყებისთვის ბაღდავაძე პრობლემური და არაკვალიფიციური კადრია. ეს შეფასება უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლმა მეეზოვეებმა მას შემდეგ დაიმსახურეს, რაც სამსახური, სადაც მათ ციყვებს ეძახდნენ კორუფციაში, საარჩევნო ხმების და ხელფასების მითვისებაში და უბრალოდ არაადამიანურ მოპყრობაში ამხილეს.
ცნობისთვის, თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა, ირაკლი ბაღდავაძემ სამსახურში დამამცირებელ მოპყრობასა და კორუფციაზე, ხმამაღლა ისაუბრა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა.
ამავე თემაზე: