ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით სამინისტრო რეკომენდაციას არ გასცემს იმ დაშვებით, რომ არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდება.
როგორც გაბუნია განმარტავს, მოქმედი რეგულაციები კორონავირუსისგან კარგი დაცვის საშუალებას იძლევა და მთავარია, მათი აღსრულება.
გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ სამინისტრო უფრო სწრაფი ვაქცინაციისთვის ცესკოსთანაც მუშაობს.
"დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო ასეთ რეკომენდაციას არ გასცემს, იმ დაშვებით, რომ წესები, რომლებიც უსაფრთხო არჩევნების ჩატარებისთვის მოქმედებს, იძლევა ძალიან კარგი დაცვის საშუალებას. მთავარია ისევ აღსრულების პრინციპი",- თქვა თამარ გაბუნიამ.
არჩევნების გადადების ინიციატივით კი არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი გამოვიდა.
ამავე თემაზე: