ენმ-ს, "გირჩი მეტი თავისუფლების", "დროას" და "ევროპული საქართველოს" წევრებმა ერთობლივი შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე მთავარი საკითხი მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იყო.
კოალიციამ ასევე იმსჯელა ეკონომიკის, მართლმსაჯულების, განათლების სფეროებში გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით. ოპოზიციის ლიდერების თქმით, არის საკითხები, რომელთა შესახებ გუნდში განსხვავებული მოსაზრებებია და უახლოეს მომავალში კონკრეტული ხედვებით წარდგებიან ამომრჩევლის წინაშე.