შანტაჟი პირადი ცხოვრების კადრებით - სამსახურიდან გათავისუფლებული მეეზოვე ახლა ბინძური კამპანიის სამიზნეა

გამოქვეყნდა:

დისკრედიტაცია, სამსახურიდან გაგდება და შანტაჟი - მეეზოვეს, რომელმაც სისტემა ამხილა, პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნებით ემუქრებიან.

ირაკლი ბაღდავაძე მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ მერიის მაღალჩინოსნები მოქმედებენ, რომლებმაც ერთხელ უკვე სცადეს ფარული ჩანაწერის გაკეთება. უფრო მეტიც, ხელისუფლების ოპონენტები ამ შურისძიების ორგანიზებაში პირდაპირ კახა კალაძეს ადანაშაულებენ.

ამ ზეწოლის მიუხედავად ბაღდავაძე გაჩერებას არ აპირებს და ოფიციალურ დოკუმენტებს ელოდება, რომ ბრძოლა სასამართლოში გააგრძელოს. 

შანტაჟის შემცველი ინფორმაციის სოციალური ქსელით გავრცელების შემდეგ, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ საგამოძიებო უწყებებს მიმართა და იმის დადგენას ითხოვს, ვინ ცდილობს ბაღდავაძის დაშინებასა და შანტაჟს. 

სწორედ ელისო კილაძეს დაუკავშირდა პირი, რომელმაც უთხრა რომ ირაკლი ბაღდავაძის პირადი ცხოვრების კადრები ჰქონდა რის გასაჯაროებასაც აპირებდა. 

მეორე დღეა თბილსერვისის ყოფილ თანამშრომელი შიმშილობს. სამსახურიდან ის გუშინ გაათავისუფლეს.

ბაღდავაძე ამბობს რომ დღეს მიუგზავნეს კოლეგა, რომელიც სავარაუდოდ მის ფარულ ჩაწერას ახორციელებდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი