შარლ მიშელი "ოცნებას" აფრთხილებს - ევროპის პირველი დიპლომატი სანქციებს აანონსებს

გამოქვეყნდა:

დიპლომატიური, მაგრამ აშკარა მუქარა - შეურაცხყოფილი შარლ მიშელი ქართულ ოცნებას პირდაპირ აფრთხილებს - შეთანხმებიდან გასვლა შეუძლებელია და რეფორმები უნდა გაგრძელდეს.

სწორედ ეს გზავნილი იკითხება ტვიტში, რომელიც მიშელმა ირაკლი ღარიბაშვილთან რამდენიმე წუთიანი პირისპირ დიალოგის შემდეგ გამოაქვეყნა.

ამ შეხვედრის მწირი ვიდეო კადრები ნათლად აჩვენებს სიტუაციის დრამატულობას - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ღია უკმაყოფილებით უხსნის ქართული ოცნების დატუქსულ პრემიერს თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ.

ევროპის ნომერ პირველი დიპლომატი გვეუბნება იმასაც, თუ რა მოხდება თუ მისი სახელობის შეთანხმება არ შესრულდა - სანქციები ასე ღიად პირველად დაანონსდა.
 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი