ჩხოროწყუში 25 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ჩხოროწყუში 25 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული რ.კ. დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ პირსა და მის ძმას ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა. 

დაჭრილი პირები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ერთ-ერთი მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ჩხოროწყუში გუშინ გვიან ღამით  25 წლის ამირან მორგოშია მოკლეს. დაჭრილია მორგოშიას ძმა, მურთაზ მორგოშია. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ხანძკის ცენტრში, ღამის 2 საათზე  მოხდა. ინციდენტს წინ სიტყვიერი შელაპარაკება და გარჩევა უძღოდა. 

არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულმა  ამირან მორგოშია და მისი 2 ძმა სოფლის ცენტრში დაიბარა და 15 პირთან ერთად დანით შეიარაღებული დახვდა. ამირან მორგოშიას ჭრილობები მუცლისა და ზურგის არეში დანით აქვს მიყენებული. 25 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი