"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შიდა კვლევას აქვეყნებს, რომელიც ოთხ დიდ ქალაქში - რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში ჩატარდა.
ალოკაციის შედეგები შემდეგნაირად ნაწილდება:
თელავი:
ქუთაისი:
რუსთავი:
ბათუმი:
კვლევების თანახმად, თელავში ენმ-ის კანდიდატს, გიორგი ბოტკოველს 40.2% აქვს, რუსთავში დავით კირკიტაძეს კი 42%.
რაც შეეხება ჩაშლილ მონაცემებს, თელავში რეფერენდუმის პარტიები, ანუ ყველა პარტიას ერთად, გარდა "ქართული ოცნებისა", აქვს 66%, აქედან "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 36%, "ქართულ ოცნებას" კი 34 პროცენტი აქვს.
მონაცემები ქუთაისშიც ანალოგიურია, რეფერენდუმის პარტიებს აქვთ 66%, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 32%, ხოლო "ქართულ ოცნებას" 34%.
რაც შეეხება რუსთავს, რეფერენდუმის პარტიებს აქვთ ასევე 66%, აქედან "ნაციონალურ მოძრაობას" 31%, ხოლო "ქართულ ოცნებას% 34 პროცენტი.
ბათუმის მონაცემებით კი, რეფერენდუმის პარტიების ჯამური მაჩვენებელია 66,9%, აქედან "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 20%, "ქართულ ოცნებას" კი 33,1% აქვს.
კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდს მოიცავს, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო დასახელებული ოპოზიციის კანდიდატები. გამოიკითხა 600- ზე მეტი ადამიანი.