პანდემია და არჩევნები - ენმ-ში "ოცნების" ბრალდებებს პასუხობენ

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნიკა ობოლაძე, არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, პარტიის მისამართით ბრალდებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ მმართველი გუნდის განცხადებები კარგად აჩვენებს თუ რა საკითხი დგას ოქტომბრის რეფერენდუმზე.

ობოლაძის თქმით, 2 ოქტომბერს ოპოზიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, შემდეგ კი კოალიციურ მთავრობასთან ერთად პანდემიას დაამარცხებს.

"ეს კარგად მიუთითებს იმაზე, თუ რა საკითხი დგას 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე, გვინდა თუ არა გვყავდეს მსგავსი, დანაშაულებრივად უპასუხისმგებლო ხელისუფლება, რომელიც ადამიანებს სიკვდილისთვის წირავს, თუ გვინდა გვყავდეს პროდასავლური, პასუხისმგებლიანი კოალიციური მთავრობა.

ჩვენ 2 ოქტომბრამდე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ეპიდვითარებაზე მოგაწვდით აბსოლუტურად ზუსტ ინფორმაციას, იმ ინფორმაციას, თუ რა არის გასაკეთებელი, რომ ეს ტრაგიკული ვითარება შემსუბუქდეს. - ამბობს ობოლაძე

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, არჩევნების გადადებაზე მსჯელობის დაწყება მართებული იქნება. საკითხზე მსჯელობისკენ ხელისუფლებას ოპოზიციური პარტიებიც მოუწოდებენ. მიუხედავად ამისა, "ქართული ოცნება" არჩევნების გადადებას არ აპირებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი