"ქართული ოცნების" დეპუტატების შემდეგ, ნინო ლომჯარია ენმ-ს ინტერესების გატარებაში უკვე პრემიერმა დაადანაშაულა. საუბარია არჩევნების გადადების ინიციატივაზე. ირაკლი ღარიბაშვილა ომბუდსმენს ჩვეული ლექსიკით უპასუხა:
"გუშინ დაიწყეს აჟიოტაჟი - იციან რა, რომ ყველა მუნიციპალიტეტსა და ყველა ქალაქში სასტიკად მარცხდებიან, დაიწყეს საუბარი, რომ ხომ არ გადავდოთ არჩევნები. ამისთვის გამოიყენეს სახალხო დამცველის ინსტიტუტი და ქალბატონი ნინო გამოვიდა ინციციატივით, რომ ხომ არ შემოვიღოთ საგანგებო მდგომარეობა, რაც ავტომატურად ნიშნავს არჩევნების გადადებას. ეს არის პირდაპირ „ნაციონალების“ მიერ შემუშავებული გეგმა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მარტივ პროვოკაციაზე არ წავყვებით. - ამბობს ღარიბაშვილი.
არჩევნების გადადების ინიციატივა ნინო ლომჯარიამ დღეს საგანგებო ბრიფინგზე კიდევ ერთხელ განმარტა და თქვა, რომ ქვეყანაში ისედაც საგანგაშო ეპიდვითარებაა და მოსალოდნელია, რომ პოსტსაარჩევნო პერიოდი კიდევ უფრო დაამძიმებს ამ მდგომარეობას.