საოლქო საარჩევნო კომისიების შემდეგ, მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირებითა და ოჯახის წევრებით, საუბნო კომისიებს აკომპლექტებენ.
მცხეთის მე-2 საუბნო კომისიის თავმჯდომარედ "ქართული ოცნების" დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის და მაია ხუნდაძე აირჩიეს, მისი მოადგილე სკოლის პედაგოგი ნინო ანსიანი იქნება, ხოლო კომისიის მდივნად კი საკრებულოს თანამშრომლის მეუღლე დაინიშნა.
მაია ხუნდაძე ამბობს, რომ მასა და მის ძმას სხვადსხვა "ოჯახები აქვთ" და ინტერესთა კონფლიქტი არ იკვეთება.
"რატომ უნდა შეიზღუდოს ჩემი უფლებები? მე ინტერესთა კონფლიქტს ნამდვილად ვერ ვხედავ. მე მაქვს ცალკე ოჯახი და ჩემს ძმას აქვს ცალკე ოჯახი",- ამბობს მაია ხუნდაძე
კომისიის მდივნად დანიშნული მედეა მახარაშვილის აზრით, უმნიშვნელოა ფაქტი, რომ მისი მეუღლე საჯარო მოხელეა და "მეუღლეს მნიშვნელობა არ აქვს"..
კომისიის ოპოზიცის კვოტით წარმოდგენილი წევრები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი არჩევნების გასაყალბებლად აქტიურ ფაზაში გადადის და საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტებაც ნეპოტიზმით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება
იხილეთ ასევე: