"მთავარი არხისთვის" ცნობილი გახდა, რომ გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის უკვე ყოფილი თავმჯდომარე ჭაბუკ ჭაბუკიანი, რომელმაც თქვა, რომ საკუთარი სურვილით "უბრალოდ დატოვა თანამდებობა", თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართული ოცნების" სიით იქნება წარდგენილი ცაგერში.
"მთავრი არხის" წყაროს ცნობით, მან უკვე მიიღო დაპირება, რომ "ოცნების" გამარჯვების შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარედ დაინიშნება.
საოლქო კომისიის თავმჯდომარეებად და საკვანძო ფიგურებად ადამიანები კვლავ ნეპოტისტური და პოლიტიკური ერთგულების ნიშნით ინიშნებიან. რაც ოპოზიციისთვის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ "ოცნება" თვითმმართველობის არჩევნების გასაყალბებლად ემზადება.
მათი თქმით, ცესკოს საჩივრითაც მიმართეს, მაგრამ პასუხად მიიღეს, რომ ეს სარჩელი დაუსაბუთებელია.
შეკითხვები აქვთ სამოქალაქო სექტორშიც. მათი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციებში "პატარა კლანი არსებობს, რომელიც ალაგებს საოლქო კომისიების წევრებს, ვინ სად უნდა იყოს".
მათი თქმით, საბოლოოდ შედეგი იქნება ის, რომ ხელისუფლება არჩევნებს ისევ გააყალბებს.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც გლდანის კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ჭაბუკ ჭაბუკიანმა თანამდებობა დატოვა, მისი ცოლი სოფიო სილაგაძე კომისიის მდივნად დანიშნეს.
ვრცლად, ვინ როგორ და რა პრინციპით ინიშნება საარჩევნო ადმინისტრაციაში იხილეთ ბმულზე:
ცოლები, შვილები და ნათესავები საოლქო კომისიებში - ნეპოტიზმი ცესკო-ში