
პოლიტიკურად აბსოლუტურად მესმის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების, - აცხადებს თბილისის მერი და “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე საუბრისას.
კახა კალაძე ამბობს, რომ ერთადერთი ბერკეტი ამ საქმეში პრეზიდენტის ხელში იყო და გადაწყვეტილებაც სწორედ სალომე ზურაბიშვილმა მიიღო.
ერთადერთი ადამიანი, ვისაც გათავისუფლების ბერკეტი გააჩნდა, ეს იყო პრეზიდენტი და მე ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრჯერ გავაკეთე განცხადება. ეს იყო მისი გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო და ახსნა-განმარტებებიც გააკეთა. პოლიტიკურად აბსოლუტურად მესმის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების, - ამბობს კალაძე.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს შეიწყალა.